პირველები ბრძოლაში შოტლანდიელი სტივენ მაგუაირი და ინგლისელი ალი კარტერი ჩაებნენ. თუ მაგუაირისთვის მეოთხედფინალი იოლი გასეირნება იყო, კარტერს სერიოზული ნერვიურობა მოუწია ჯეიმი ჯონსთან ბრძოლაში. თანაც შოტლანდიელს ერთი დღით მეტი დასვენება მოუწია, ამიტომაც მეტოქეზე "ცოცხლად" გამოიყურებოდა.
და შეხვედრაც სწორედ სტივენის ორფრეიმიანი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ "კაპიტანი" თანდათან წამოეწია მოწინააღმდეგეს და მეტოქეები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, თან კარტერმა 91-ქულიანი ბრეიკი შეასრულა. შესვენების შემდეგ კი ალიმ წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ მაგუაირს ის შორს არ გაუშვია - გაათანაბრა ანგარიში
ასეთივე ანგარიშია დაფიქსირებული მეორე მატჩში, რომელშიც რონი ო'სალივანი და მეტიუ სტივენსი ხვდებიან ერთმანეთს. "რაკეტამ" ძალიან ძლიერად დაიწყო მატჩი. საერთოდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ბრწყინვალე ფორმა. სპორტსმენები პირველ შესვენებაზე ო’სალივანის ოთხფრეიმიანი უპირატესობით გავიდნენ - 4:0. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ სტივენსი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. სწორედ შესვენების შემდეგ აიღო მან პირველი ფრეიმი, შემდეგ კი სხვაობა ორ პარტიამდე შეამცირა.
1/2 ფინალი
კარტერი (ინგ)-მაგუაირი (შოტ) 5:3
ო'სალივანი (ინგ)-სტივენსი (უელ) 5:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"