ტრამპლინიდან ხტომა: ქართველი სპორტსმენების თითო ოქრო და ბრინჯაო

AutoSharing Option
მინსკის ოლიმპიურ საწყლოსნო კომპლექსში 31 მაისს ახალგაზრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ბართაიას ხელმძღვანელობით, ორი ჩვენებურიც მონაწილეობს.

10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში 19-წლამდელებში 390 ქულით პირველი ადგილი დაიკავა სახელოვანი მთამსვლელის, ორგზის "თოვლის ჯიქის", ექვსი რვაათასიანი მწვერვალის დამპყრობი ბიძინა გუჯაბიძის 17 წლის ვაჟმა ალექსანდრე გუჯაბიძემ.

საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალში იგი მეორე შედეგით შევიდა, მაგრამ ბოლო მომენტში იყოჩაღა და ყველას აჯობა.

16-წლიან გოგონათა შორის შვიდმეტრიანი კოშკურიდან ხტომაში 13 წლის რუსთაველმა თამარ სიჭინავამ მე-3 ადგილი დაიკავა.

1 ივნისს გუჯაბიძე 3-მეტრიანი ტრამპლინიდან
ხტომაში მოსინჯავს ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული