უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ხიდზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დაღუპულები არიან 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი.
უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან "ჯამფერების" ხტომა დედაქალაქში საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღლე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი. "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge