თბილისში "როუფ ჯამფინგის" დროს ორი ახალგაზრდა დაიღუპა

AutoSharing Option
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომის, "როუფ ჯამფინგის" დროს, 15 ივლისს ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ხიდზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დაღუპულები არიან 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი.

უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან "ჯამფერების" ხტომა დედაქალაქში საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღლე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი. "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
არც როუფია ქართული და არც ჯამფინგი, მაგრამ ქართულიც რომ იყოს, ხიდიდან ხტომა მაინც არ არის როუფ ჯამფინგი.
zuxusha
13:57 16-07-2012
0

სიახლეები პოპულარული