პირველი ჩემპიონი ბადმინტონში და ინდონეზიის კრახი

AutoSharing Option
პირველი მედალი გათამაშდა ბადმინტონისტთა ტურნირზე. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მიქსტში პირველობა ჩინეთს დარჩებოდა, რადგან ფინალში ამ ქვეყნის ორი წარმომადგენელი იყო გასული.

ფავორიტად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ჟაო და ჟანგი მიიჩნეოდნენ, თუმცა ბევრი ექსპერტი ფინალში დიდ ბრძოლას ვარაუდობდა.

მათ არასწორი პროგნოზი გააკეთეს. ფავორიტებმა ორივე სეტი შესანიშნავად დაიწყეს და შემდეგ მათი მეტოქეები (ჩენ სუ და იინ მა) დაწევას ვეღარ ახერხებდნენ.

პირველ პარტიაში სუპერსტარტის შემდეგ, ანგარიში 12:5 იყო, მეორეში კი ჟაო და ჟანგი 8:0 გაიქცნენ. ასეთი უპირატესობა მართლაც გასაკვირი იყო, რადგან ჟაო ტრავმირებული
მუხლით თამაშობდა ფინალს.

მესამე ადგილისთვის მატჩში დანიურმა დუეტმა ფიშერისა და პედერსენის შემადგენლობით ინდონეზიური დუეტი (აჰმადი/ნატსირი) დაამარცხა.

გუშინვე გამოვლინდნენ ფინალისტები ქალებს შორის ერთეულთა თანრიგში და იქაც ერთი ინდონეზიელი გამოეთიშა ბრძოლას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ეს ქვეყანა მედლის გარეშე დარჩა. თანაც 1992 წლიდან მოყოლებული, ინდონეზია მინიმუმ ერთ ოქროს მაინც იღებდა. სწორედ ეს არის ბადმინტონის ტურნირის მთავარი სენსაცია.

მიქსტი
მე-3 ადგილისთვის
ი. ფიშერი/კ. პედერსენი (დან)-ტ. აჰმადი/ლ. ნატსირი (ინდონეზ) 21:12, 21:12.

ფინალი
ნ. ჟანგი/ი. ჟაო (ჩინ)-კ. სუ/ი. მა (ჩინ) 21:11, 21:17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული