4 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 22 წლის ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ფინალში გავიდა.
ჩვენბურმა 15 მონაწილეს შორის პირველ დისციპლინაში 47, 805 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.
ხოლო მეორე დისციპლინაში გოლოვინამ 53, 935 ქულა აიღო და კვლავ მე-6 პოზიცია დაიკავა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.