ლუბამ ფინალურ ეტაპზე 52.925 ქულა აიღო და საბოლოოდ მე-7 გახდა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის გოლოვინამ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ფინალში გავიდა.
ჩვენებურმა 15 მონაწილეს შორის პირველ დისციპლინაში 47, 805 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.
ხოლო მეორე დისციპლინაში გოლოვინამ 53, 935 ქულა აიღო და კვლავ მე-6 პოზიცია დაიკავა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი იყო.