აფროსნები აგრძელებენ მედლების გათამაშებას ლონდონის ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
აფროსნები აგრძელებენ მედლების გათამაშებას ლონდონის ოლიმპიადაზე. 7 აგვისტოს ორი ფინალური რბოლა გაიმართა - ორივე RS:X-ის კლასში (სერფერების შეჯიბრი) კაცებსა და ქალებს შორის.

კაცებში თავისუფლად შეიძლებოდა, ბოლო რბოლა საერთოდ არ ჩატარებულიყო, რადგან ჰოლანდიელ დორიან ვან რიისელბერგს იმხელა უპირატესობა ჰქონდა კონკურენტებზე, რომ გუშინ ბოლო ადგილზეც რომ გასულიყო, ოქროს მედალი მაინც მისი საკუთრება გახდებოდა.

აფროსნობაში შედეგებს აჯამებენ 10 ჩვეულებრივი და ერთი საფინალო რბოლის შედეგების მიხედვით.

გამარჯვებული ხდება სპორტსმენი შეჯამებული ადგილების ყველაზე ნაკლები მაჩვენებლით.

ვან რიისელბერგმა 10-დან 7 რბოლა მოიგო და გუშინდელი შეჯიბრი მისთვის
ფორმალობა იყო, მაგრამ ჰოლანდიელმა აქაც პირველი ადგილი დაიკავა.

* * *
დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო ქალებს შორის ამავე კლასში - საერთო ჩათვლას დიდი უპირატესობით ესპანელი მარინა ალაბაუ ნეირა იგებდა და მანაც ოლიმპიადის ტრიუმფალურად დასრულება გადაწყვიტა - პირველი მივიდა ფინიშთან საფინალო რბოლაში.

ეს ესპანეთის პირველი ოქროა წლევანდელ ოლიმპიადაზე. მანამდე ამ ქვეყანას სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული.

სხვათა შორის, ვან რიისელბერგი და ალაბაუ ნეირა ერთგვარად ისტორიაში შევიდნენ, რადგან RS:X-ში ის ბოლო ოლიმპიური ჩემპიონია. ამ სახეობას 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში კაიტბორდინგი შეცვლის.

კაცები
RS-X
1. დორიან ვან რიისელბერგი (ჰოლ) 15
2. ნიკ დემპსი (ბრიტ) 41
3. პრჟემისლავ მიარჩინსკი (პოლ) 60
4. ტონი ვილჰელმი (გერ) 64
5. ჟულიან ბონტამი (საფ) 70
6. ბაირონ კოკალანისი (საბ) 77

ქალები
RS-X
1. მარინა ალაბაუ (ესპ) 26
2. ტუული პეტაია (ფინ) 46
3. ზოფია ნოჩეტი-კლეპაჩკა (პოლ) 47
4. ოლგა მასლივეცი (უკრ) 48
5. მოანა დელე (გერ) 51
6. ლი-ელ კორსიზი (ისრ) 56

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული