მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ყრილობამ, რომელიც გასულ კვირას გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ამ ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად აირჩია ვეტერანი სპორტსმენი და ბიზნესმენი, ნაძალადევის რაიონში სპორტის ამ სახეობაში ბავშვთა პირველი სპორტული კლუბის დამფუძნებელი კახაბერ გუგეშაშვილი.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტი კვლავ იური გონაძემ შეინარჩუნა. მეორე ვიცე-პრეზიდენტს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი მოგვიანებით დაასახელებს და აღმასკომს წარუდგენს დასამტკიცებლად. ყრილობამ აღმასკომის ახალი შემადგენლობაც აირჩია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"