ის მონაწილეობას იღებდა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში. ერთ მომენტში სპორტსმენმა ფეხის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო. ჰოლმკვისტმა ძირს დაიხედა და დაინახა ობობა, რომელიც "შათი ქვრივის" კლასს განეკუთვნება. ასეთი ობობას შხამს ერთ საათში, სისხლში მოხვედრის შემდეგ, ზრდასრული ადამიანის მოკვლა შეუძლია.
თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. თუმცა 24 წლის დანიელამ თავად გახსნა ჭრილობა გოლფის ბურთის სადგამით და შხამი გამოდევნა იქამდე, სანამ ის ორგანიზმში მოხვდებოდა. ამის შემდეგ გოლფისტმა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ
თავად ჰოლმკვისტმა იუმორით აღიქვა მომხდარი. "ტვიტერზე" მან საკუთარ თავს "ქალი-ობობა" უწოდა და დაამატა, რომ ეს უკეთესია, ვიდრე "ქალი-კენგურუ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სექსიზმი გოლფში