ფრანგმა ალპინისტმა მთაზე განძი იპოვა და პოლიციას ჩააბარა

AutoSharing Option
ფრანგმა ალპინისტმა მონბლანის მთაზე, დე ბოსონის მყინვარზე ძვირფასი ქვებით სავსე კოლოფი იპოვა.

განძის საერთო ღირებულება დაახლოებით 200 ათას ევროს უტოლდება.

ალპინისტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ძვირფასეულობა პოლიციას გადასცა.

"ეს არის პატიოსანი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მიხვდა, რომ ძვირფასეულობა ეკუთვნის იმას, ვინც ამ მყინვარზე დაიღუპა. მას შეეძლო ეს ძვირფასი ქვები დაეტოვებინა, მაგრამ პოლიციისთვის ჩაბარება არჩია", - მოჰყავს სააგენტო "ფრანს პრესს" ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის, სილვანა მერლის სიტყვები.

ზოგიერთ პაკეტზე, რომელშიც ეს ძვირფასი ქვები ეწყო, ძლივს გაირჩეოდა წარწერა: "დამზადებულია ინდოეთში". ამიტომაც პოლიცია ვარაუდობს,
რომ ძვირფასეულობის კოლოფი, შესაძლოა, მყინვარზე 1950 ან 1966 წლებში Air India-ს თვითმფრინავების ავიაკატასტროფის შედეგად მოხვდა.

ახლა საფრანგეთის მთავრობა უკავშირდება ინდურ მხარეს იმ იმედით, რომ იპოვის ამ განძის პატრონს ან მის მემკვიდრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული