ასეთ შედეგს არავინ მოელოდა - ქართველი კიკბოქსერების 8 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

AutoSharing Option
დედოფლისწყაროელი რვა სპორტსმენი საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ნაკრები გუნდის წევრები არიან.

ქ. პრაღაში ამ დღეებში ჩატარებულ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატში რვავე შინ მედლით დაბრუნდა.

ოქრო-ვერცხლის სამ-სამი და ორი ბრინჯაოს მედალი - ასეთია მათი მონაგარი. აღსანიშნავია, რომ ამ ბიჭებიდან ნახევარზე მეტი მესაზღვრეა.

მათგან ვალერი ვაჭრიძე (57 კგ), არსენ ყარაგვეზაშვილი (71) და ხვიჩა ქოქუაშვილი (86) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ლევან წიკლაური (60), მესამეზე -
დავით ქადაგიძე
(75).

მათ გარდა, ვერცხლის მედალი წილად ხვდათ გიორგი წიკლაურს (63,5) და შალვა ხოსიტაშვილს (67), ბრინჯაოსი (ჭაბუკებში) - ნუგზარ ყარაგვეზაშვილს (63,5).

სპორტსმენები დედოფლისწყაროში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-4 სამმართველოს თანამშრომლის, თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

ლელა ხეჩოშვილი, დედოფლისწყაროდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული