მკვლელი ნიანგი: სამხრეთ აფრიკაში ქვეწარმავალმა გოლფის მოთამაშე შეიწირა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში ნიანგმა სიცოცხლეს გამოასალმა გოლფის მოთამაშე. ტრაგედია კრიუგერის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ტურისტულ ბანაკში მოხდა.

დაიღუპა 29 წლის ჟაკ ვან დერ სანდტი - პარკის თანამშრომელთა ვაჟი. თამაშის დროს ის მიუახლოვდა წყალსაცავის ნაპირს, რომელშიც ოთხმეტრიანი ნიანგი იყო ჩასაფრებული. როცა მამაკაცი ნაპირის კიდესთან მივიდა, რეპტილიამ მას კბილები მოსდო და წყალქვეშ გაიტაცა. დაზარალებულების მეგობრებმა განგაში ატეხეს და მალე მყვინთავებმა წყალსაცავში ძებნა დაიწყეს, მაგრამ მსხვერპლი საკმაოდ გვიან იპოვეს. ნიანგს ვერ მოესწრო მისი შეჭმა, მაგრამ ვან დერ სანდტი უკვე მკვდარი იყო.

როგორც პარკის ეკოლოგმა
დანი გოვენდერმა ახსნა, ზამთრის პერიოდში ძილის შემდეგ, წვიმების სეზონის დაწყებასთან ერთად, ნიანგები ჩვეულებრივ აქტიურობას უბრუნდებიან და მეტად აგრესიულებიც ხდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან პარკში ნიანგს რა უნდა , ან აცალეთ ჭამა .
otar1
12:20 06-12-2014
0

სიახლეები პოპულარული