ცუდი ამბავი გადახდა თავს ცნობილ ავსტრალიელ გოლფისტს, რობერტ ალენბის. ის ჰავაის კუნძულებზე ჯერ მოიტაცეს და შემდეგ გაძარცვეს.
ალენბის მხოლოდ ის ახსოვს, როგორ გამოემშვიდობა მეგობარს ბარში. გოლფისტის თქმით, სასტუმროში დაბრუნებას გადამდგარ სამხედროს უნდა უმადლოდეს, რომელმაც სასტუმრომდე ტაქსის მგზავრობის საფასური გადაიხადა.
პოლიციამ ინციდენტს მეორე ხარისხის ძარცვის სტატუსი მიანიჭა.
"მეგობარს ბარის შესასვლელთან გამოვემშვიდობე. შემდეგი რაც მახსოვს, ის არის, რომ სასტუმროდან ორი მილის მოშორებით პარკთან გადმომაგდეს მანქანიდან", - ამბობს ალენბი BBC-ისთან კომენტარში.
ავსტრალიელს კარიერაში PGA-ს ტურის ოთხი ტურნირი აქვს მოგებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
01:25 20-01-2015
გაიტაცეს, სცემეს, გაქურდეს - ავსტრალიელ გოლფისტს ძალიან არ გაუმართლა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული