ტაიგერ ვუდსს აკოტრებენ

AutoSharing Option
ლეგენდარულ ამერიკელ გოლფისტს, ტაიგერ ვუდსს ფლორიდაში საკუთარი მამულიდან გამოსახლებით დაემუქრნენ - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სპორტსმენი არ დაფარავს ვალს ყოფილი მეუღლის, შვედი მოდელის, ელინ ნორდეგრენის მიმართ.

ვუდსის ვალი 54.5 მილიონ დოლარს უტოლდება. თუ ვუდსი ნორდეგრენს ამ თანხას 2016 წლის 15 იანვრამდე არ გადაუხდის, მაშინ ის დაკარგავს თავის მამულს ფლორიდაში, რომელიც 60 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ინტერნეტში არსებობს გვერდი, სადაც უკვე დაიწყო ამ ვადის უკუღმა ათვლა.

კომპენსაციის საერთო თანხა, რომელიც ვუდსმა უნდა გადაუხადოს ნორდეგრენს გაუქმებული საქორწინო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, დაახლოებით
100 მილიონ დოლარს შეადგენს. თანხის გარდა, მოდელმა ასევე მიიღო სახლი შვედეთში. ტაიგერი და ელინი ერთმანეთს 2010 წელს დაშორდნენ, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ.

ტაიგერ ვუდსს 14-ჯერ აქვს მოგებული "მეიჯორის" სერიის ტურნირები. 2014 წლის მონაცემებით, 39 წლის ამერიკელის ქონება 1.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული