13:40 17-07-2010
პროექტი მზადაა, გამოითქვა შენიშვნები
AutoSharing Option
გუშინ საქართველოს პარლამენტში გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის (თავმჯდომარე გიორგი ასანიძე) და სპორტის ექსპერტთა საბჭოს (თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე) შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელობასთან. კომიტეტში იმსჯელეს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაუმჯობესების საკითხებზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კომიტეტთან არსებული სპორტის ექსპერტთა საბჭოს წევრებს სამინისტროს მიერ მომზადებული სკოლებში სპორტისა და ფიზიკური განათლების პილოტური პროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო სკოლების
სასპორტო ინფრასტრუქტურის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, სპორტული მოედნებით აღჭურვილია სკოლების 77,6%, სპორტული დარბაზით - 65,8%. გაცილებით უარესი მდგომარეობაა საცურაო აუზების თვალსაზრისით. მისი თქმით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება პედაგოგთა კვალიფიკაცია. 4176 მასწავლებლიდან მხოლოდ 1637-ია ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი. დღეისთვის მუშაობენ ფიზიკური აღზრდის სწავლების სტანდარტების გაუმჯობესებაზე, შექმნილია საათობრივი ბადის პროექტი, რომლის მიხედვით, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს კვირაში ორი საათი დაეთმობა. სკოლებს უფლება ეძლევათ, სპორტის სათამაშო სახეობები რეგიონის თავისებურებებისა და ტრადიციების, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეარჩიონ. პილოტური პროექტის განხორციელება სექტემბრიდან იგეგმება. სპორტის ექსპერტთა საბჭოს წევრებმა წარმოდგენილ პროექტზე საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს და გარკვეული წინადადებები წარმოადგინეს. პროექტის განხორციელებაში სამინისტროს წარმომადგენლებს თავის მხრივ დახმარება აღუთქვა გიორგი ასანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული