კიკ-ბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ კევინ ვან-ნოსტრანდი გალახა და მსოფლიო ჩემპიონი გამოიწვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა კიკ-ბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ. მან მსოფლიოს ყველაზე მაღალი ლიგის, Glory-ის ოცდამეშვიდე ღონისძიებაზე კევინ ვან-ნოსტრანდი დაამარცხა.

ამ ორთაბრძოლის შემდეგ, ქართველ სპორტსმენს შანსი მიეცა Glory-ს ვერსიით მსოფლიოს ქამრისათვის იბრძოლოს. მოგების შემდეგ გიგა ჭიკაძემ რინგზე განაცხადა, რომ მზად არის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს შეხვდეს.

ქართველი სპორტსმენი კარიერას ამერიკაში კერძოდ კლუბ kings mma-ში განაგრძობს. მისი პერსონალური მწვრთნელი რაფაელ კორდეირო 2016 წელს გამართულ World MMA-ის დაჯოლოდევაბზე ”წლის საუკეთესო მწვრთნელად" დასახელდა.

ჭიკაძის მოწინააღმდეგე აქამდე დაუმარცხებელი სპორტსმენი იყო, ის არის მსოფლიო ჩემპიონი WKA
ვერსიით, ასევე მსოფლიოს ჩემპიონი მუი ტაიში. კევინ ვან-ნოსტრანდის Glory-ში ორი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ-ერთი სამაგალითო ქართველი სპორტსმენი. სულით-ხორცამდე ქართველი!
წარმატებები გიგა!
georgian
22:59 28-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული