შოთა ბეთლემიძემ MMA-ს შეჯიბრებაში ირანელი მეტოქე 14 წამში გალახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ დღეებში წარმატებით დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში (MMA).

მათ ერევანში ARM FC-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. სომხეთის არენაზე სულ 16 წყვილი დადგა ერთმანეთის წინააღმდეგ. მასპინძლების და ქართველთა გარდა, ბრძოლებში ირანელმა და ყაზახმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ყველაზე შთამბეჭდავი აბსოლუტური წონითი კატეგორიის გორელი წარმომადგენლის, შოთა ბეთლემიძის ბრძოლა აღმოჩნდა. იგი ირანელ მოჰსენ მოჰტარის ორთაბრძოლის დაწყების მაუწყებელი გონგისთანავე ეკვეთა და მაშინვე იმდენი და ისე ძლიერად ურტყა, რომ სულ რაღაც 14 წამში დანებება აიძულა.

ერთი წუთი ეყო კიდევ ერთი ირანელი მოწინააღმდეგის
დასამარცხებლად თამაზ ბოჭორიშვილს (70 კგ). სამ-სამი რაუნდი დასჭირდათ აგრეთვე ირანელებთან წარმატების მოსაპოვებლად გიორგი ლობჟანიძეს (84) და გიორგი ქველაძეს (93). კიდევ ერთ ქართველს, გიორგი ტაბატაძეს 93 კგ-ში სომეხ მეტოქესთან უწევდა დაპირისპირება, მაგრამ ვიზავი ბოლო წუთს აღარ გამოუცხადდა ჩვენებურს.

ეს ARM FC-ს მიმდინარე შეჯიბრების (დაიწყო გასული წლის 15 ნოემბერს) მორიგი ეტაპი გახლდათ. მომდევნო ეტაპი ფინალური იქნება ბეთლემიძისა და ლობჟანიძისთვის.

ბეთლემიძის მეტოქე უკვე ცნობილია, 9 ოქტომბერს ის ყაზახ აშხან დალილაზაროვს დაუპირისპირდება. ფინალში გასასვლელად თითო შეხვედრის მოგება რჩებათ ქველაძეს, ლობჟანიძეს და ტაბატაძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბაში აჩუკი ხომ არა ხარ, მისალმება მაინც დაგემათავრებინა :D
ბრავო!
ქუთაისელი
15:05 27-05-2016
0
ვენაცვალე მარჯვენაში, ჩვენი წინაპრების ჯავრიც ამოიყარა
ლეო
15:09 27-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული