ბრძოლა წესების გარეშე რუსეთთან პირწმინდად წავაგეთ

AutoSharing Option
გუშინ ხარკოვში წესების გარეშე ბრძოლის საერთაშორისო გუნდური ტურნირის, "ერთა მეგობრობის თასის" 13-ე ეტაპი დასრულდა. ტურნირში ქართველების გუნდი GEO-Fight მონაწილეობდა.

ქართველები რუსულ გუნდთან, AE Team-თან 0:5 დამარცხდნენ. პაატა რობაქიძე იუნუს ევლოევმა დაამარცხა. რობაქიძე (70 კგ) სამკუთხედად წოდებულ ილეთზე წამოეგო და ტექნიკურად დამარცხდა, 2:44. სწრაფი მარცხი იწვნია ლუხუმ ხულელიძემაც (84 კგ). დავით ქრისტესიაშვილმა (94 კგ) არსენ ტლისოვთან მახრჩობელა ილეთით წააგო. მძიმეწონოსანი ილია ჯადუგიშვილი კი დენის გოლცოვთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

ქართველებიდან ყველაზე კარგად გოჩა სმოიანი გამოვიდა. 19 წლის სპორტსმენმა ალექსანდრ ბუტენკოს ორრაუნდიანი თანაბარი
ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ იმტომ დამარცხდა, რომ პირველ რაუნდში წესების დარღვევის გამო მსაჯისგან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

ტურნირზე კიდევ ორი გუნდური დაპირისპირება გაიმართა: ბელორუსის "Академия ММА"-მა პოლონური Team MMA Rocks 3:2 დაამარცხა, აზერბაიჯანი "ნეფტჩიმ" კი უკრაინულ Pro Team Peresvit-ს იმავე ანგარიშით მოუგო.

"ერთა მეგობრობის თასის" 14-ე ეტაპი 26 მარტს როსტოვში გაიმართება და ქართველების გარეშე ჩაივლის. ”Peresvet FT” (რუსეთი) ბელორუსის "Академия ММА" -ს დაუპირისპირდება, ”Combat Dobro” (უკრაინა) კი რუსულ Ae Team-ს შეხვდება.

 

მომზადებულია profc.ws-ის მიხედვით

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული