15 წლის სპორტსმენმა თვითმკვლელობა სცადა

AutoSharing Option

მხატვრულ ტანვარჯიშში იტალიის ნაკრების წევრი, 15 წლის ვიოლეტა ბალინარო მოსკოვის ერთ-ერთი კორპუსის ფანჯრიდან გადახტა. ინციდენტი კვირას მოხდა. ბალინარო მეექვსე სართულიდან გადაეშვა ძირს და ავტომობილის სახურავზე დაეცა, რამაც დარტყმის ძალა ოდნავ შეამსუბუქა. ამ დროისთვის ტანმოვარჯიშე მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში იმყოფება.

22 აგვისტოს ბალინარო მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა. წვეულების დროს სპორტსმენმა ეჭვიანობის ნიადაგზე თავის შეყვარებულთან წაიჩხუბა. ჩხუბის შემდეგ ბიჭი შინ გაემგზავრა. ტანმოვარჯიშემ მეგობრებს განუცხადა, რომ ისიც სახლში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ გვერდით სადარბაზოში შევიდა და ფანჯრიდან გადახტა.

ბალინაროს მამა იტალიელია, დედა - რუსი. სპორტსმენი

დედასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. ვიოლეტას მხატვრულ ტანვარჯიშში სპორტის ოსტატის თანრიგი აქვს და იტალიის ნაკრების წევრი გახლავთ, რადგან რუსეთის ნაკრებში მაღალი კონკურენციის გამო ვერ მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთის ნაკრებში კონკურენციის გამო ვერ ხვდებიან, ჩვენს ნაკრებში კი ბლატით ხვდებიან, იმიტომაცაა კარგად რომ გვაქვს საქმე....
ruso
10:27 26-08-2011
0

სიახლეები პოპულარული