ზუსტად 30 წლის შემდეგ პლანეტის უძლიერეს ბატუტისტთა პაექრობაში ქალთა შორი აბსოლუტური ჩემპიონობა (ინდივიდუალურში, სინქრონულსა (ელენა კოლემეეცთან ერთად) და გუნდურში) ზაურ სულაშვილის შეგირდმა, თბილისელმა რუსუდან ხოფერიამ მოიპოვა. მსგავს შეჯიბრებებში არაერთხელ გამოუჩენია თავი კიდევ ერთ ქართველ სპორტსმენს - ანა დოღონაძეს (2001 წელს ჩემპიონი
წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი სალიცენზიოა, ამიტომ დიდ ბრიტანეთში 29 ქვეყნიდან ბატუტზე მხტომელმა 78-მა ქალმა მოიყარა თავი. ჯილდოების მაძიებელთა შორის არიან პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი და 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ჰი ვიენა (ჩინეთი), ოლიმპიური თამაშების ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ინდივიდუალურში 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (2009 წელს მე-3 ადგილი, სინქრონში როსანა მაკლენანთან ერთად ოქროს და ვერცხლი მედალოსანი) კარენ კოკბურნი (კანადა) და მისი მეწყვილე მაკლენანი, მსოფლიოს ჩემპიონი ჩინელები - დან ლი და შანშან ჰუანი (იგი მსოფლიოზე ორჯერ მეორე იყო, ათენის ოლიმპიადაზე - მესამე), პეკინის ოლიმპიადის მესამედაგილოსანი კატერინა ხილკო (უზბეკეთი).
სწორედ ასეთ ტიტულოვან სპორტსმენებთან მოუწია გუშინ პაექრობა ლუბა გოლოვინას, რომელმაც პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე მე-6 ადგილი დაიკავა. ბირმინგემში მან 96.890 ქულას მოუყარა თავი და მე-18 ადგილს დასჯერდა. სამწუხაროდ, იგი ფინალში ვერ მოხვდა.
მედლებისთვის ბრძოლას 8 საუკეთესო მხტომელი განაგრძობს. პირველ ოქტეტში ერთბაშად ოთხი ჩინელი შევიდა. დებულებით, გადამწყვეტ ეტაპზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ორს შეუძლია ჯილდოებისთვის პაექრობა. ამდენად, თანაგუნდელთაგან უარესი შედეგების მქონე შანშან ჰუანი (103.054) და სინფინ ჩჟონი (101.555) კვარცხლბეკისკენ მიმავალ ბილიკს ჩამოშორდნენ.
ფინალში შევიდნენ: ჰი ვიენა (ჩინეთი, 104.130), დან ლი (ჩინეთი, 103.455), კარენ კოკბურნი (კანადა, 101.990), ტატსიანა პიატრენია (ბელარუსი, 100.220), როსანა მაკლენანი (კანადა, 100,125), ანა დოღონაძე (გერმანია, 99.400), კატრინ დრისკოლი (დიდი ბრიტანეთი, 98.765), სავანა ვინსანტი (აშშ, 98.445). რეზერვში არიან ლაურა გალახერი (დიდი ბრიტანეთი, 98.290) და ზიტა ფრიდრიხოვა (ჩეხეთი, 97.955). გუნდურში მედლებისთვის მებრძოლი კვინტეტი კი ასეთია: ჩინეთი-310.639, კანადა-298.015, დიდი ბრიტანეთი-294.840, გერმანია-289.835 და აშშ-287.865.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"