გაბრიელა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
კიევში დამთავრდა სახელოვანი უკრაინელი მხატვრული ტანმოვარჯიშის, ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ირინა დერიუგინას თასის გათამაშება, რომელშიც 14 წლის ქართველმა სპორტსმენმა გაბრიელა ხვედელიძემ რგოლით ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გურზებით კი - მე-4 ადგილს დასჯერდა.

უკრაინაში გამგზავრებამდე გაბრიელამ სალომე ფაჟავასთან ერთად მოსკოვის გრან პრიზე გუნდურში მე-3 ადგილი დაიკავა. მარტის მიწურულს ჩვენი ტანმოვარჯიშეები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებიან, სადაც გაირკვევა იმ სამი საუკეთესოს ვინაობა, რომლებიც 1-3 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებას მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული