მხატვრული ტანვარჯიში: "ევროპაზე" წამსვლელთა ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ევროპის პირველობა გაიმართება. ახალგაზრდებში ამ შეჯიბრების ქართველი მონაწილეების ვინაობა უნდა გამოევლინა ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც გუშინ ვაკის საკალათბურთო დარბაზში დამთავრდა.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 56 სპორტსმენი იბრძოდა მედლებისთვის ორ ასაკში. მოასპარეზეთა შორის გახლდათ ელვირა ზუკაკიშვილი, რომელიც აქამდე ტურნირებში რუსეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ მას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მიენიჭა და ამიერიდან საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავს.

ახალგაზრდები მრავალჭიდში ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას. საპრიზო ადგილები აქ ასე განაწილდა: 1. გაბრიელა ხვედელიძე (მწვრთნელი ბელა კობალაძე),
2. სოფიო ფარულავა (ლუბა სერგოვანცევა), 3. სალომე ფაჟავა (ელისო ბედოშვილი). ევროპის პირველობაზე ხვედელიძე ორ საგანში იასპარეზებს, ფარულავა და ფაჟავა კი თითო საგანში მოსინჯავენ ძალებს.

უფროსებში საქართველოს ჩემპიონატზე მედლები ცალკეულ საგნებში გათამაშდა. გაცნობებთ გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას:

რგოლები. 1. მედეა გათენაძე, 2. ქეთევან ასიტაშვილი, 3. ელვირა ზუკაკიშვილი.
ბურთი. 1. ლია ცეცაძე, 2. ელვირა ზუკაკიშვილი, 3. სალომე ბურდილაძე.
გურზები. 1. მედეა გათენაძე, 2. ელვირა ზუკაკიშვილი, 3. ნაზი ასიტაშვილი.
ლენტი. 1. ელვირა ზუკაკიშვილი, 2. სალომე ბურდილაძე, ლია ცეცაძე.

თბილისი 12-13 მაისს მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული