ამის შესახებ რუმინული თოქ-შოუს ეთერში გამოაცხადა ნაკრებში ფლორიკას ყოფილმა პარტნიორმა მონიკა როსუმ.
"ძალიან სამწუხარო ამბავია. არ ვიცი, რამ გადაადგმევინა მას ეს ნაბიჯი, მაგრამ თუ რუმინეთში ოლიმპიური ოქრო არ გაქვს, შიმშილისთვის ხარ განწირული, - განაცხადა როსუმ. - ყოფილ სპორტსმენებს უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება, ნორმალური სამსახურის შოვნა".
გაირკვა, რომ 25 წლის ყოფილი სპორტსმენი გერმანულ ვებგვერდებზე სთავაზობს კლიენტებს მომსახურებას. კარიერის დასრულების შემდეგ ფლორიკა სწორედ გერმანიაში
გოგონა ვებგვერდზე ფსევდონიმით ("ინა") არის წარმოდგენილი, მისი "ღირსებებიდან" კი "კოცნას" და "მოფერებას" გამოარჩევენ.
ლეონიდამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია სპორტულ ტანვარჯიშში. 2003 წელს ვერცხლი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში და 2006 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ასეთივე სინჯის მედალი აიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"