მოზარდები ”გრაციაში”

AutoSharing Option
სახელოვანი ქართველი მწვრთნელის, ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის სასპორტო კლუბმა ”გრაციამ” მეხუთედ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც აკადემიის აღსაზრდელებთან ერთად, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ექვს ასაკში. გაგაცნობთ მათ ვინაობას.

9-წლიანები. 1. სალომე ოქროპირიძე, 2. ანა ოჰანესიანი (სომხეთი), 3. მარი ჩხეიძე. 10-წლიანები. 1. ლამაი ჰაჯიევა (აზერბაიჯანი), 2. ნატალია თაბაგარი, 3. დარია სოროკინა (აზერბაიჯანი). 11-წლიანები. 1. ლეილა იბრაგიმოვა (აზერბაიჯანი), 2. ანი ნიკაგოსიანი (სომხეთი), 3. ნატო მიმინოშვილი. 12-წლიანები. 1. რუქია საფაროვა (აზერბაიჯანი), 2. მარინა კაკაბაძე, 3. ბელა ვართანიანი
(სომხეთი). 13-წლიანები. 1. ნინია როხვაძე, 2. ქეთევან ლომაძე, 3. ლუიზა მანუკიანი.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა პაექრობები 1998 წელს დაბადებულთა შორის. მრავალჭიდში ყველას აზერბაიჯანელმა ლამან დადაშმა (93,775) აჯობა. მანვე ცალკეულ საგნებშიც იყოჩაღა და სამი პირველი ადგილი დაიკავა. ბურთით ვარჯიშში პირველი იყო სალომე ურუშაძე, რომელმაც მრავალჭიდში 88.675 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გურზებით მეორე ადგილი დაიკავა. მრავალჭიდში 88.800 ქულით მეორე ადგილი ლიზი აფაქიძეს ერგო. მასვე ლენტით მეორე, გურზებითა და ბურთით მესამე ადგილები ხვდა.

- მხატვრული ტანვარჯიში მსოფლიოში სულ უფრო მეტად იხვეჭს პოპულარობას, - გვითხრა ნელი სალაძემ, - ამიტომ კონკურენციაც გაიზარდა. ამ პროცესებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, რომ კონკურენტუნარიანი სპორტსმენები გავზარდოთ. ჩვენი აკადემია და სასპორტო კლუბი ყოველმხრივ ცდილობს, ნიჭიერი ახალგაზრდები შემოიკრიბოს და საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაუკაფოს. ეს ტურნირიც სწორედ მოზარდი ტანმოვარჯიშეების დათვალიერება იყო. კარგი თაობა მოდის და მათ დაოსტატებას ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული