გაბრიელა ხვედელიძემ ბელგრადში ხუთი მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბელგრადში დამთავრდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა გაბრიელა ხვედელიძემ.

ქართველმა სპორტსმენმა ხუთი მედალი მოიხვეჭა: მრავალჭიდსა და ბურთით ვარჯიშში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო გურზებით, რგოლითა და ბაფთით ვარჯიშში მეორე ადგილები დაიკავა. არადა, შეჯიბრებაში 15 ქვეყნის 33 გუნდი მონაწილეობდა.

ჩვენებურის ამგვარი წარმატება არ გაგვკვირვებია, რადგან ხვედელიძეს, რომელსაც მეგობრები სიყვარულით "გაბის" ეძახიან, სხვა დროსაც არაერთხელ უსახელებია თავი.

დასტურად მარტო წლევანდელი შედეგებიც კმარა: 13 წლის სპორტსმენმა ბალტიისპირულ საერთაშორისო ტურნირზე "მის ვალენტინის" წოდება დაიმსახურა, იტალიურ პეზაროში თანაგუნდელ სოფიო ფარულავასა და სალომე
ფაჟავასთან ერთად გუნდურში მესამე ადგილი დაიკავა (რგოლითაც მე-3 იყო), რუსულ პენზაში ჩვენი სამაია გუნდურში მხოლოდ მასპინძლებს ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა, გაბრიელას რგოლითა და გურზებით ვერცხლის მედლები ერგო, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე კი იმავე საგნებით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ყველაზე დიდ გამარჯვებას მაინც ნიჟნი ნოვგოროდში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია: საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად ჩვენმა გოგონებმა (ხვედელიძე, ფარულავა, ფაჟავა) გუნდურში მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო გაბრიელამ გურზებითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული