ლუბა გოლოვინა მერვე ადგილს დასჯერდა

AutoSharing Option
ფრანგულ მეცში ბატუტზე მხტომელთა 27-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე, როგორც გაუწყეთ, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით განვლო თბილისელმა ლუბა გოლოვინამ. მან ორი ვარჯიშის ჯამში 68.000 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა და ფინალში გავიდა.

სამწუხაროდ, გადამწყვეტი პაექრობისას უხეში შეცდომა დაუშვა და 4.200 ქულით შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაამთავრა. არც 2004 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, გერმანიის სახელით მოასპარეზე ანა დოღონაძეს გაუმართლა. მან ნებისმიერ ვარჯიშში 37,300 ქულას მოუყარა თავი, რაც მხოლოდ მე-7 ადგილისთვის გახდა საკმარისი.

მსოფლიოს ჩემპიონობა კი 40.300 ქულით ჩინელმა დენ ლიმ მოიპოვა. გამარჯვებულს 0,500 ქულით ჩამორჩა მისივე თანამემამულე,
ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შანშან ჰუანი, მესამე ადგილი 39.300 ქულით 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა როზენგი მაკლენენმა დაიკავა. ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი მონაწილე რუსი ირინა კარავაევა 38.200 ქულით მეექვსე ადგილს დასჯერდა.

ხვალიდან შეჯიბრებაში ახალგაზრდები ჩაებმებიან. ქართველთაგან მედლებისთვის იბრძოლებენ: ინდივიდუალურებში - ანა ოდიშვილი (11-12 წლის), თეონა ჯანჯღავა (13-14 წ.), ნანა გოგაშვილი (15-16 წ.), თამარ კაკაშვილი (17-18 წ.); სინქრონულში - ანა ოდიშვილი/თეონა ჯანჯღავა (13-14 წ.), თამარ კაკაშვილი-ნანა გოგაშვილი (17-18 წ.).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული