ჯანჯღავამ და ოდიშვილმა მესამე ადგილი ვერ შეინარჩუნეს

AutoSharing Option
ფრანგულ მეცში გრძელდება ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს პირველობა ახალგაზრდებში. 13-14-წლიანებში ჩვენგან თეონა ჯანჯღავა გამოდიოდა, რომელმაც 33.000 ქულა მოაგროვა და მეთორმეტე ადგილს დასჯერდა - ფინალში მოსახვედრად 1,300 ქულა დააკლდა.

სამაგიეროდ, მან თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის აღსაზრდელთან, თორმეტწლიანებში წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონ ანა ოდიშვილთან ერთად იყოჩაღა სინქრონულ ხტომებში საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენმა გოგონებმა 42.700 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს, მხოლოდ იაპონელების - იუნა სატო/მეგი უიამას და იური მურაიამა/რანა ნაკანოს წყვილებმა გაუსწრეს.

ფინალში ქართველებმა, სამწუხაროდ, პოზიცია ვერ შეინარჩუნეს - 41.100 ქულამ მათ მხოლოდ
მე-5 ადგილი მოუტანა, აი, 42.700 ქულით მესამე ადგილი რუსებს - ლილია კლიმოვას და ქსენია ნაუმენკოს ხვდა. ოქრო-ვერცხლი კი ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით გაინაწილეს.

15-16-წლიანთა ინდივიდუალურ ხტომებში ნანა გოგაშვილი 65-ე ადგილზე გავიდა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული