ნორჩ ჩემპიონს სამინისტროში უმასპინძლეს

AutoSharing Option
ამას წინათ საფრანგეთის ქალაქ მეცში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თერთმეტ-თორმეტწლიანთა შორის ანა ოდიშვილმა ფინალში 35.000 ქულით ოქროს მედალი მოიხვეჭა, სინქრონულ ხტომებში კი თეონა ჯანჯღავასთან ერთად მე-5 ადგილი დაიკავა.

გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა სამინისტროში მიიღო ნორჩი ჩემპიონი და წარმატება მიულოცა. "კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბატუტზე ხტომაში ტრადიციებიც გვაქვს და წარმატებით ასპარეზობაც შეგვიძლია. წლეულს ანამ გავასახელა. იგი პრემიას მიიღებს, ხოლო ფედერაციას მომავალშიც არ მოაკლდება სამინისტროს თანადგომა საერთაშორისო სარბიელზე მედლების მოსახვეჭად", - აღნიშნა დავით ნამგალაურმა.


ანა ოდიშვილი
დაიბადა
1998 წლის 2 აგვისტოს თბილისში.

სწავლობს 49-ე საჯარო სკოლის VII კლასში. ამავე დროს თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის აღსაზრდელიცაა.

ბატუტზე ხტომაში 2004 წლიდან ვარჯიშობს რევაზ გამხოშვილის, ლია ხრიკულისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზაურ სულაშვილის ხელმძღვანელობით.

თანატოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა 2009 წელს ეროვნულ ჩემპიონატში იმარჯვა, წლეულს კი მეორე ადგილი დაიკავა ლუბა გოლოვინას შემდეგ. შარშან მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალურ ხტომებში მესამე იყო, ხოლო 2008 წელს საბერძნეთში "სპარტაკუს თასი" მოიგო როგორც პირად პირველობაში, ისე სინქრონულ ხტომებში თეონა ჯანჯღავასთან ერთად.

გატაცებულია ჩოგბურთით. უყურებს ტელერეპორტაჟებს პროფესიონალთა საერთაშორისო ტურნირებიდან.

ჰობი. ხატვა და ლექსების კითხვა.

მიზანი. უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონობა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული