სპორტული ტანვარჯიში: თვითმკვლელობა ციხეში

AutoSharing Option
სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი მარვინ შარპი მკვდარი იპოვნეს ინდიანაპოლისის ციხის კამერაში. შარპი სასჯელს იხდიდა არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის და ბავშვთა პორნოგრაფიის გადაღებისთვის.

პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან თვითმკვლელობა ჩაიდინა, - იტყობინება NBC.

49 წლის შარპი 24 აგვისტოს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მის სახლში აღმოაჩინეს ბავშვთა პორნოგრაფიის ათასობით ვიდეო და ფოტო. მას აგრეთვე ბრალი წაუყენეს არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ ურთიერთობაში.

თავად შარპმა ჩვენების მიცემისას დაადასტურა ფოტოსესიის ჩატარება, მაგრამ დაამატა, რომ ყველაფერი კეთდებოდა თავად ბავშვებისა და მათი მშობლების თანხმობით.

მწვრთნელის თქმით, ნაპოვნი მასალები
პორნოგრაფია არ არის და თვალნათლივ აჩვენებს სპორტული აღნაგობის სილამაზესა და სრულყოფილებას. შარპი ხაზს უსვამდა იმას, რომ ბავშვები არ გრძნობდნენ დისკომფორტს აღნიშნული მასალების შექმნისას.

შარპის ორმა შეგირდმა - სამანტა პეშეკმა და ბრიჯიტ სლოუნმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული