ბრიტანული სენსაცია არ შედგა

AutoSharing Option
ბრიტანელი გულშემატკივრები დიდი იმედით ელოდნენ 10-მეტრიანი კოშკურიდან მამაკაცებს შორის სინქრონულ ხტომებს.

ბრიტანეთს სპორტის ამ სახეობაში თავისი ვარსკვლავი ჰყავს - 18 წლის ტომ დეილი, რომლის გამოსვლასაც ინდივიდუალურ პირველობაზე მოუთმენლად ელიან. მანამდე კი მისგან და პიტ უოტერფილდისგან დუეტებში მედლის მოპოვების იმედი ჰქონდათ.

ექვსცდიანი ფინალის ეკვატორზე ბრიტანელები პირველ ადგილზე იყვნენ და "აკვატიკ-ცენტრში" სენსაცია მწიფდებოდა.

მაგრამ დეილიმ და მისმა პარტნიორმა მედლის ყველანაირი შანსი მეოთხე ნახტომის შემდეგ დაკარგეს. მათ წყალში ჩასვლისას ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს და დარჩენილი ორი ცდა ფორმალობად აქციეს.

გამარჯვება კი ფავორიტებს -
ჩინელ იუან კაოსა და იანკუან ჟანგს ერგოთ. ისინი მხოლოდ 17 და 18 წლისანი არიან და, როგორც ჩანს, ამ სახეობაში დიდი ხანი აპირებენ დომინირებას.

მათ თითქმის ყველა ნახტომი იდეალურად შეასრულეს და მეორე ადგილზე გასულ მექსიკურ დუეტს დაახლოებით 20 ქულა მოუგეს. ჩინეთის ნაკრებს წყალში ხტომაში ჯერჯერობით ორიდან ორი მოგება აქვს.

მესამე ადგილი ამ დისციპლინაში ამერიკელთა საკუთრება გახდა.

ახლა ბრიტანელები დაელოდებიან 10 მეტრიდან ინდივიდუალურ ხტომებს. სწორედ ამ დისციპლინაშია ტომ დეილი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.

კაცები

სინქრონული ხტომები. 10 მ
1. იუან კაო/იანკუან ჟანგი (ჩინ) 486.78
2. ივან ნავარო გარსია/ხერმან სანჩესი (მექ) 468.90
3. დავიდ ბუდია/ნიკოლას მაკრორი (აშშ) 463.47
4. ტომას დეილი/პეტერ უოტერფილდი (ბრიტ) 454.65
5. იეინკლერ აგირე/ხოსე გუერა (კუბ) 450.90
6. ილია ზახაროვა/ვიქტორ მინიბაევი (რუს) 449.88
7. პატრიკ ჰაუსდინგი/საშა კლეინი (გერ) 446.07
8. ო. გორშკოვოზოვი/ო. ბონდარი (უკრ) 433.32

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული