იგი მონდომებით ემზადება 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებისთვის.
გასულ უქმეებზე მან მეხიკოს მახლობლად, ქალაქ ლეონში, წყალმხტომელთა მსოფლიო გრან პრიზე იასპარეზა. პლანეტის 20 ქვეყნის 30 წარმომადგენელს შორის ჭანტურიამ 360 ქულით სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მე-14 ადგილი დაიკავა და ფინალში მოსახვედრად (12 საუკეთესო) 9 ქულა დააკლდა.
ქართველმა სპორტსმენმა 21 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და დღეისთვის კლასიფიკაციაში 25-ე საფეხურზეა (რიოში 30 საუკეთესო წყალმხტომელი ვაჟი იასპარეზებს).
ჩვენმა დუეტმა ლეონში, მსოფლიოს გრან პრიზე 3-მეტრიანი ტრამპლინიდან მე-7 ადგილი დაიკავა, რამაც ბიჭებს 28 სარეიტინგო ქულა მოუტანა. ისინი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-13 საფეხურზე იმყოფებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"