ვიქონიოთ იმედი, რომ ამას შეძლებს და წარმატებით გაგვახარებს. მით უფრო, რომ წლეულს წარმატებით სწორედ სპორტულში გამოდის, თორემ იმ დისციპლინაში, სადაც ისროლა, ფინალში ვერცერთხელ ვერ გავიდა.
მიმდინარე სეზონში სალუქვაძემ სპორტულში მილანისა და მიუნხენის მსოფლიოს თასებზე იასპარეზა. მილანში მან შესარჩევში 584 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო ბელარუს მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორია ჩაიკასთან, მაგრამ ფინალში შედარებით ცუდად იასპარეზა და საბოლოოდ სერბ ოლიმპიადის ორგზის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ იასნა სეკარიჩთან 0.1-ით
მიუნხენში ჩვენებური უკეთ გამოვიდა - საკვალიფიკაციო ეტაპი 786 ქულით დაასრულა და მხოლოდ 589-იან უკრაინელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ოლენა კოსტევიჩს ჩამორჩა, რომელმაც ლონდონში პნევმატურში ბრინჯაო მოიპოვა. სამწუხაროდ, მიუნხენში სალუქვაძემ ფინალში ისევ ცუდად ისროლა და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.
იმედია, ლონდონში ბევრად უკეთ ისვრის. მით უფრო, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 1988 წელს სეულში ამ სახეობაში მოიპოვა.
ჩვენებური ასპარეზობას თბილისის დროით 12:00 სთ-ზე დაიწყებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნინო სალუქვაძე - ქართველი ლიდერის ოლიმპიური მარცხი