ზუსტად იმდენი, რამდენიც დანიელმა რენე ვოგნმა და პოლონელმა ვოიცეხ ბროდამ. უკეთესი დამატებითი მაჩვენებელი დანიელს აღმოაჩნდა და მას 43-ე ადგილი ერგო 61 მონაწილეს შორის, ქადაგიძე კი 44-ზე გავიდა.
ჩვენებურმა ტურნირი წარუმატებლად დაიწყო - პირველ სერიაში 92 ქულა დააგროვა, რაც, სამწუხაროდ, მეხუთეშიც გაიმეორა. ორჯერ სერია 95-ით დაასრულა, ერთხელ - 94-ით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი კი მეოთხე სერიაში აჩვენა - 97 ქულა.
ევროპის ჩემპიონი რუსთა
საინტერესოა, რომ რუსთა ნაკრების სამივე წევრმა - ეკიმოვმაც, ისაკოვმაც და ანტონ გურიანოვმაც სლოვაკ იურა ზუტინსკის დარად, 578 ქულა დააგროვეს, თუმცა სლოვაკმა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა რუსებს, რომელთაგანაც ისაკოვი ფინალურ ოქტეტში ზედმეტი აღმოჩნდა.
ფინალში ეკიმოვმა 199.2 ქულა დააგროვა, მეორეზე კი გურიანოვი გავიდა 198.6-ით, ხოლო ბრინჯაო ევროპის შარშანდელმა ესპანელმა ჩემპიონმა პაბლო კარერამ ირგუნა 177.2-ით, ვინც შესარჩევში მეორე იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, სერბი ევროპის ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ანდრია ზლატიჩი ძალზე ცუდად გამოვიდა - მხოლოდ 96.6 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.
ეს ჩემპიონატი ძველი წესებითაც რომ გამართულიყო, სავარაუდოდ, მაინც ეკიმოვი გაიმარჯვებდა - ის და კარერა 777.2 ქულას დააგროვებდნენ და მაშინ გამარჯვებულს დამატებითი მაჩვენებლები გამოავლენდა.
სამაგიეროდ, ესპანელი ვერცხლს მოიპოვებდა ანუ გურიანოვიჩს გაუცვლიდა ადგილს, თუმცა მოგეხსენებათ, ტყვიის სროლაში წესები შეიცვალა - ახლა ფინალში საკვალიფიკაციოში ნაჩვენები შედეგი არ გადაჰყვებათ და იქ ათვლა ნულიდან იწყება.
ამდენად, ევროპის აღნიშნული პირველობა უმედლოდ დავამთავრეთ - ჩვენგან საუკეთესო შედეგი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის მეხუთე ადგილია. ახლა ჩვენი მსროლელები მსოფლიოს თასისთვის მოემზადებიან, რომელიც 2-10 აპრილს კორეულ ჩანჯოუში ჩატარდება.
იმედია, იქ წასასვლელად გუნდს დააფინანსებენ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ხორვატულ ოსიეკში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"