ნინო სალუქვაძის ესპანური ვერცხლი

AutoSharing Option
7 ივლისს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ესპანურ გრანადაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე.

არადა, გამარჯვებაც თავისუფლად შეეძლო, ფინალში ბოლო სერიაში უჩვეულოდ ცუდად რომ არ ესროლა - 5-ვე ცდა გააფუჭა. მსგავსი ჩავარდნა მოუვიდა მეხუთე სერიაშიც, მის კონკურენტს, ჩინელ ჯინჯინ ჭანს კი მსგავსი ლაფსუსი მხოლოდ ერთხელ მოუვიდა და 9:7 მოიგო.

შესარჩევ ეტაპზე ჩვენებური მეოთხე იყო - თავიდან ყოჩაღად დაიწყო და პირველი ნახევრის შემდეგ სერბ მსოფლიოს ჩემპიონ ზორანა არუნოვიჩთან ერთად 295 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მეორეში ოდნავ მოუკლო შედეგს, ჯამში
586 ქულა დააგროვა, რაც მეოთხე მაჩვენებელი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ფინალში საკვალიფიკაციოს შედეგები აღარ გადაჰყვებათ და იქ ყველაფერი ნულიდან იწყება.

ფინალურ სერიაში პირველ წრეში ყველაზე უკეთ სალუქვაძე და ჭანი გაისარჯნენ - 15-15 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს. ამ დუეტს თითო ქულით ჩამორჩნენ არუნოვიჩი და გერმანელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მუნკბაირ დორჯსურენი, რომლებიც ბრინჯაოსთვის შეიბნენ. მთავარ ფინალში რაც მოხდა, უკვე გითხარით, მესამე ადგილისთვის პაექრობაში კი არუნოვიჩმა გერმანელს 8:0 აჯობა.

50-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზა ლევან ქადაგიძემაც, რომელიც 534 ქულით 54-ზე გავიდა.

ასევე იხილეთ:
ქართველი ტყვიის მსროლელები მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპში ჩაებმებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული