ამ ტურნირში საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოდის - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე, რადგან ამ დისციპლინაში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე სხვები არც ვარჯიშობენ.
სალუქვაძე უკვე ჩაება ტურნირში, თუმცა, სამწუხაროდ, წარუმატებლად ისროლა - ორივე ცდაზე ერთნაირი მაჩვენებელი, 289 ქულა აჩვენა, ჯამში 578 გამოუვიდა, რაც მისთვის არც ისე კარგი შედეგია.
ამით ჩვენებური ვერც ნახევარფინალში მოხვდა და ნაადრევად დაასრულა გამოსვლა.
ამ დისტანციაზე 44 წლის შვეიცარიელმა ჰაიდე გერბერ-დიჩელმიმ გაიმარჯვა,
ვერცხლი გერმანელთა მონღოლ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მუნკბაიარ დორჯსურენს ერგო, ბრინჯაო კი, ბევრისთვის მოულოდნელად, "ნამდვილმა" გერმანელმა მონიკა კარშმა.
ქადაგიძე ჩემპიონატში დღეს ჩაებმება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"