ნინო სალუქვაძე მსოფლიოს სუპერთასზე გამოვა

AutoSharing Option
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე წუხელ მიუნხენში გაფრინდა, სადაც 6 ნოემბერს მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება იწყება. თუმცა ჩვენებური შეჯიბრებაში 8 ნოემბერს ჩაებმება და მხოლოდ ერთ დისციპლინაში - სპორტული პისტოლეტიდან სროლაში გამოვა.

წლეულს სალუქვაძემ პნევმატურში გამოსვლის უფლება ვერ მოიპოვა, თუმცა მიუნხენში წარმატების შემთხვევაში, ის ეგრეთ წოდებულ ჩემპიონთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა დისტანციის გამარჯვებულები გამოდიან. შეჯიბრება გერმანიის დროით 8.30-ზე დაიწყება, ფინალური ეტაპი კი 16 საათიდან გაიმართება.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე კარიერაში მეათედ შეეცდება სუპერთას
ის მოპოვებას. ღმერთმა ხელი მოუმართოს - ჩვენც ის გვინდა, მოიგოს, მაგრამ ხელიც რომ მოეცაროს, ამ მაჩვენებლით ისედაც მსოფლიოს რეკორდსმენია. თან, ამ მიღწევას უახლოეს ხანში საფრთხე არ ემუქრება - სუპერთასი 6-6-ჯერ მოუგიათ სერბთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩს და ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაო ლუნას.

ამათგან ჩინელმა უკვე დაანება თავი სპორტს, სეკარიჩი კი "გედის სიმღერას" მღერის - მან ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც ვერ მოიპოვა და თამაშებში მხოლოდ სერბეთის ფედერაციის მიერ თავის სპორტსმენებში კვოტების გადანაწილებით მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული