მსოფლიო თასი ტყვიის სროლაში: იქნება პირველი ლიცენზია?

AutoSharing Option
28 მაისს მიუნხენში ტყვიის მსროლელთა სეზონში რიგით მესამე შეჯიბრება იწყება, რომელშიც ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: ქალთა შორის ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე გამოვლენ, ვაჟებში კი ლევან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი ისვრიან.

ჩვენები უკვე 28-ში დადგებიან ცეცხლის ხაზზე, როცა ქალებშიც და ვაჟებშიც დაიწყება საკვალიფიკაციო ეტაპი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში.

ვაჟებში ორივე ჩვენებური გამოვა, ქალებში კი მხოლოდ სალუქვაძე ისვრის - სათანადო პირობების არქონის გამო ამ დისციპლინაში მის მეტი არც ვარჯიშობს ვინმე.

ქალებშიც და ვაჟებშიც ტურნირის პირველ დღეს
შესარჩევი ეტაპის ნაწილი ჩატარდება, რომელიც 29-ში დასრულდება და ზეგვე ჩატარდება ფინალებიც.

პნევმატური პისტოლეტიდან შეჯიბრება ვაჟებში 31 მაისს ჩატარდება, ქალები კი მეორე დღეს ისვრიან.

შეგახსენებთ, რომ ესაა სალიცენზიო შეჯიბრება, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში რიო დე ჟანეიროს საგზურს მოწინავე სამეული მიიღებს, სპორტულში - მხოლოდ ფინალისტთა დუეტი. თუმცა იმოქმედებს ადგილმონაცვლეობის პრინციპი, ანუ სალიცენზიო კვოტაში უკვე ლიცენზირებული მსროლელი თუ მიიღებს, საგზური მომდევნოს გადაეცემა; იმასაც თუ მოპოვებული აქვს, მომდევნო ჩაანაცვლებს.

აქ გასათვალისწინებელია, რომ ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს 17 სპორტსმენს, ანუ მის მისაღებად, შესაძლოა, მხოლოდ ფინალში გასვლაც კი საკმარისი აღმოჩნდეს, იმის მიუხედავად, მოიპოვებს თუ არა მედალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული