ტურ დე ფრანსი: ფრუმის მეოთხე ტიტული

AutoSharing Option
პარიზში დასრულდა ფრანგული ველომარათონი "ტურ დე ფრანსი", რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხედ მოიგო ბრიტანელმა კრის ფრუმმა ველოსაჯინიბო Sky-დან.

მან საერთო ჩათვლაში 54 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კოლუმბიელს რიგობერტო ურანს. მესამე ადგილზე გავიდა ფრანგი რომენ ბარდე, რომელიც ფრუმს 2 წუთითა და 20 წამით ჩამორჩა.

ფრუმს "ტურ დე ფრანსზე" 2013, 2015, 2016 და 2017 წლებში გაუმარჯვია. 2014 წელს, ბრიტანელმა მეოთხე ეტაპიდან შეწყვიტა ბრძოლა წაქცევის გამო.

"ტურ დე ფრანსზე" მოგებების რაოდენობით, ფრუმი ჩამორჩება მხოლოდ ჟაკ ანკეტილს, ბერნარ ინოს, ედი მერქსსა და მიგელ
ინდურაინს, რომლებსაც ფრანგული ველომარათონი ხუთ-ხუთჯერ მოუგიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული