სააგენტო AP ერთ-ერთი იტალიელი ჩინოვნიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით სკანდალურ ცნობას ავრცელებს. ლეგენდარული ამერიკელი ველომრბოლი ლენს არმსტრონგი და სპორტიდან მოკვეთილი იტალიელი ექიმი მიკელე ფერარი ბოლო დროს არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. არადა, მათ შორის ოფიციალური თანამშრომლობა 2004 წელს შეწყდა. როგორც ირკვევა რამდენიმე შეხვედრა შარშანდელი ტურ დე ფრანსის წინ შედგა.
თუ სააგენტოს დავუჯერებთ, ბოლო რამდენიმე წელია ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონი და ფერარი რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრის ადგილები იყო შვეიცარიული სამთო კურორტი სენტ მორიტცი და მონტე კარლო.
მიკელე ფერერის სკანდალური სახელი აქვს მსოფლიო სპორტში. შვიდი
ამ ყველაფრის გამო ფერარიმ იტალიის ოლიმპიური კომტიტეტისგან სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო.