ალბერტო კონტადორი სასტიკად დასაჯეს: ორი წელი და ჩამორთმეული ტიტული

AutoSharing Option
ესპანელმა ველომრბოლმა ალბერტო კონტადორმა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის. 2010 წელს, ტურ დე ფრანსის მსვლელობისას ესპანელის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი - კლენბუტეროლი აღმოაჩინეს. ალბერტომ არაერთხელ განაცხადა, რომ არასოდეს გამოუყენებია დოპინგი.

2011 წლის იანვარში ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ კონტადორი ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ თებერვალში გააუქმა თავისი სასჯელი, რადგან სპორტსმენმა დაასაბუთა, რომ კლენბუტეროლი მის ორგანიზმში უხარისხო ხორცის მიღებით მოხვდა.

ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს ესპანეთის ფედერაციის გადაწყვეტილება. 2012 წლის 6 თებერვალს სასამართლომ კონტადორს ორწლიანი სასჯელი გამოუტანა.

დისკვალიფიკაცია ძალაში
იმ დღიდან ითვლება, როცა ესპანელი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს. მას საერთაშორისო ტურნირებზე 2012 წლის 6 აგვისტოდან შეეძლება გამოსვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტადორი გამოტოვებს წლევანდელ ტურ დე ფრანსსა და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს.

კონტადორს ტურ დე ფრანსზე 2007, 2009 და 2010 წლებში გაუმარჯვია. ახლა მას ჩამოართმევენ 2010 წელს მოპოვებულ ტიტულს.

გამარჯვებულად გამოცხადდება ლუქსემბურგელი ენდი შლეკი, რუსი დენის მენშოვი მესამედან მეორე ადგილზე გადავა, ბრიტანელი ბრედლი უიგინსი - მეოთხედან მესამეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრანგები ყველა არაფრანგს ებრძვიან საგზაო ველოსპორტში[ტურ დე ფრანსი]
nikilura
19:20 07-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული