ესპანურ ველომარათონ ვუელტას წერტილი შაბათს გამართულ მეოცე ეტაპზე დაესვა. ბოლოსწინა რბოლა 172 კილომეტრი სიგრძის იყო, ფინიში კი ცნობილი "ბოლა დელ მუნდოს" მთაზე იგეგმებოდა, რომლის სიმაღლე 2250 კილომეტრს უდრის. 150 კილომეტრის გავლისა და სამი ამაღლების (აქედან ორი პირველი კატეგორიის სირთულისა იყო) გადალახვის შემდეგ "ბოლა დელ მუნდოზე" უბრალოდ ასლვაც უკვე გმირობის ტოლფასი იქნებოდა. არადა, საერთო ჩათვლის ლიდერებს ჯერაც არ ჰქონდათ დასრულებული ურთიერთობის გარკვევა და წითელი მაისურის ბედი სწორედ ამ მთაზე ირკვეოდა.
ძირითადი ბრძოლა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერ ვინჩენცო ნიბალისა და მის მთავარ კონკურეტს,
რბოლაში მთავარი მოვლენები ფინიშამდე 22 კილომეტრით ადრე განვითარდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მთავარ მთაზე ასვლა. რამდენიმე ველომრბოლმა გაქცევა მოინდომა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. რუსულმა "კატიუშამ" თავისი კაპიტნისთვის - ხოაკინ როდრიგესისთვის შეტევა მოამზადა, მაგრამ ნიბალი და მოსკერა ფხიზლად იყვნენ და კიდევ ერთ ფავორიტს აქტიურობის საშუალება არ მისცეს.
რვა კილომეტრით ადრე პელოტონი დაიშალა. თანდათან ლიდერთა ჯგუფი 15 მრბოლელამდე შემცირდა. მთავარი ფავორიტები თავიანთ დამხმარეებთან - გარსიასთან და კროიციგერთან ერთად წინ წავიდნენ და დაიწყო დიდი ბრძოლა. ოთხი კილომეტრის შემდეგ მოსკერამ მეტოქის ძალების შესამოწმებლად შეტევა წამოიწყო, მაგრამ ნიბალის ვერ დაშორდა. ესპანელმა პაუზა აიღო, მაგრამ სამასი მეტრის გავლის შემდეგ ისევ სცადა გაქცევა. ამჯერად იტალიელმა დროულად რეაგირება ვერ მოახერხა და ესპანელი დაახლოებით 20-30-მეტრით დაშორდა კონკურენტს.
სამი კილომეტრით ადრე მრბოლელები ვიწრო ბეტონის გზაზე გავიდნენ. მოსკერამ კიდევ მოუმატა ტემპს, ნიბალი კი, რომელსაც სამთო მრბოლელისთვის დამახასიათებელი თვისებები ნაკლებად აქვს, თითქოს საბოლოოდ "გაჩერდა". ნახევარი კილომეტრის შემდეგ მასპინძელის უპირატესობამ 12 წამს მიაღწია, აღმართი კი უფრო ციცაბო ხდებოდა. იტალიელს ძალიან უჭირდა - მთის გარდა, მას უამრავ გულშემატკივართან უწევდა ბრძოლა, რომლებიც ესპანურ დროშებს უფრიალებდნენ ცხვირწინ.
მაგრამ რამდენიც არ ეცადა მოსკერა უპირატესობის გაზრდას, მასსა და ნიბალის შორის სხვაობა არ იცვლებოდა. ამასობაში, იტალიელს მეორე სუნთქვა გაეხსნა და უკანასკნელ 100 მეტრზე გაუთანაბრდა მოსკერას. ბოლოს ნიბალიმ ეტაპის მოგებაც სცადა და გაიბრძოლა, მაგრამ გაოგნებული მოსკერასთვის ეს გამანადგურებელი დარტყმა იქნებოდა და ესპანელმა ორმაგი წარმატება აღარ დაანება გენერალური კლასიფიკაციის ლიდერს. მოსკერამ მოიგო ბოლოსწინა ეტაპი, მაგრამ ვუელტაში დამარცხებული დარჩა.
XX ეტაპი
სან მარტინი-ბოლტა დელ მუნდო. 172,1 კმ
1. ეზეკილ მოსკერა (ესპანეთი, Xacobeo Galicia) - 4.45,28; 2. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas-Doimo) - +0,01; 3. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +0,23; 4. ფრანკ შლეკი (ლუქსემბურგი, Saxo Bank) - +0,35. ხავიერ ტონდო ვოლპინი (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +0,39; 6. ნიკოლას როჩი (ირლანდია, Ag2R-La Mondiale) - +0,42... 8. პეტერ ველიცი (სლოვაკეთი, Team HTC-Columbia) - +0,52... 11. კარლოს სასტრე (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +1,27... 15. რომან კროიციგერი (ჩეხეთი, Liquigas-Doimo) - 1,34... 49. დენის მენშოვი (რუსეთი, Rabobank) - +7,52...
XXI ეტაპი
სან სებასტიანი-მადრიდი. 85 კმ
1. ტაილერ ფარარი (აშშ, Garmin) - 2.02,24; 2. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი, HTC-Columbia) - იგივე დრო; 3. ალან დევისი (ავსტრალია, "ასტანა") - იგივე დრო; 4. ვოუტერ ვეილანდი (ბელგია, Quick Step) - იგივე დრო; 5. მეტიუ ჰარლი ჰოსი (ავსტრალია, Team HTC-Columbia) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas-Doimo) - 87.18,31; 2. ეზეკილ მოსკერა (ესპანეთი, Xacobeo Galicia) - +0,41; 3. პეტერ ველიცი (სლოვაკეთი, Team HTC-Columbia) - +3,02; 4. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +4,20; 5. ფრანკ შლეკი (ლუქსემბურგი, Saxo Bank) - +4,45; 6. ხავიერ ტონდო ვოლპინი (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +4,54... 8. კარლოს სასტრე (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +6,08... 26. რომან კროიციგერი (ჩეხეთი, Liquigas-Doimo) - +36,28... 41. დენის მენშოვი (რუსეთი, Rabobank) - +1.13,44...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"