ინგლისში ლენს არმსტრონგის ფიგურას დაწვავენ

AutoSharing Option
ინგლისის ქალაქ ედენბრიჯის მცხოვრებლები 5 ნოემბერს "გაი ფოქსის ღამის" ტრადიციული აღნიშვნის დროს დაწვავენ სახელგანთქმული ველომრბოლელის, ლენს არმსტრონგის ფიგურას, რომელმაც დოპინგ-სკანდალის გამო ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული დაკარგა.

ლენსის ცხრამეტრიან ფიგურას ხელში უჭირავს დაფა წარწერით - "ვყიდი ველოსიპედს. მე ის აღარ მჭირდება".

დავამატებთ, რომ დაწვის რიტუალი ამ ზეიმის აუცილებელი ატრიბუტია - ის უკავშირდება 1605 წლის 5 ნოემბერს, მეფე იაკობ I-ის სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის პარლამენტის აფეთქების წარუმატებელ მცდელობას.

ამასთან, ყველაზე ხშირად სწორედ გაი ფოქსის ფიგურას წვავენ, რომელსაც უნდა განეხორციელებინა მაშინ შეთქმულთა გეგმები.

თუმცა ედენბრიჯში ბოლო დროს ისტორიული გმირის ნაცვლად თანამედროვეობის საეჭვო მოღვაწეებს ერჩიან. ასე მაგალითად, ამ ქალაქში ცეცხლს მისცეს კომიკოსი რასელ ბრენდისა და ფეხბურთელი უეინ რუნის ფიგურები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული