ლენს არმსტრონგს მთავრობაც მისდგა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ გადაწყვიტა სასამართლოში უჩივლოს ლენს არმსტრონგს, რომელმაც დოპინგის მიღება აღიარა. როგორც სააგენტო Associated Press-მა დაწერა, ამერიკის იუსტიციის სამინისტრო შეუერთდა ყოფილი ველომრბოლის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელს, რომლის მიხედვითაც, ლენსს ბრალი ედება მოტყუების გზით სახელმწიფო სახსრების მითვისებაში.

ეს სამოქალაქო სარჩელი, რომელიც არმსტრონგს თაღლითობაში ადანაშაულებს, ჯერ კიდევ 2010 წელს შეიტანა ამერიკის ყოფილმა თანაგუნდელმა ფლოიდ ლენდისმა, რომელიც ასევე გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში. ლენდისის სარჩელის შინაარსი ორი წელი არ ხმაურდებოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მისი ჩვენებები დაეხმარა ანტისადოპინგო სამსახურს არმსტრონგის მხილებაში.

ამერიკული კანონი საშუალებას
აძლევს მთავრობას მოსთხოვოს სპორტსმენს მისი დახმარებისთვის დახარჯული თანხების ანაზღაურება. მარტო 2001-04 წლებში არმსტრონგს 31 მილიონი დოლარი მისცეს. ველომრბოლის იურისტები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მისი კლიენტის მოქმედებას ზარალი არ მიუყენებია ქვეყნის საფოსტო სამსახურისთვის და ამით აეცილებინათ ლენსისთვის სასამართლო გარჩევა, მაგრამ იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ადრე, ფედერალური სამსახური გამოძიებას ატარებდა არმსტრონგის საქმიანობასთან დაკავშირებით და მისთვის ბრალის წაყენების შესაძლებლობას განიხილავდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა. ამასობაში, შერცხვენილი სპორტსმენის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე სარჩელია შეტანილი. მაგალითად, პრომოუტერული კომპანია SCA Promotions ცდილობს სასამართლოს ძალით დაიბრუნოს არმსტრონგისთვის გადახდილი ბონუსები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენსის აღსარება
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადამიანი ჩადენილ საქციელზე პასუხს აგებს - ეს ამერიკუი წესია.(ტავეზ მოჯდომა არაფერ შუაშია)
0
ამას ქვია ხერომ წაიქცევა ყველა ზედ მოაჯდებაო მეცოდება ეს ადამიანი როგორც ვიცი მისი ყველა ტიტული გაუქმდა
avtuko
19:48 24-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული