ტურ დე ფრანსის სტარტი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის - ტურ დე ფრანსის სტარტი, რომელიც 29 ივნისს არის დანიშნული, - წერს გაზეთი "ეკიპი".

ფრანგული ველომარათონი კორსიკაზე, კერძოდ კი ქალაქ პორტო-ვეკიოდან უნდა დაიწყოს. მაგრამ სიტუაცია რთულდება იმის გამო, იმ ბორნების მუშებმა, რომლითაც კუნძულზე უნდა გადაიტანონ ველოსაჯინიბოების აღჭურვილობა, 27 ივნისისთვის გაფიცვა დანიშნეს. ამან, შეიძლება ხელი შეუშალოს ტურ დე ფრანსის სტარტს.

იტყობინებიან, რომ ტურ დე ფრანსის ორგანიზატორები პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული