რიგით მე-100 ველომარათონი კუნძულ კორსიკაზე იღებდა სტარტს. ყველას საზეიმო განწყობა ჰქონდა და ველომრბოლები დადებითი განწყობით გაუდგნენ გზას. თუმცა სტარტამდე ერთ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი - დაეცა ტურის მთავარი ფავორიტი კრის ფრუმი, მაგრამ სერიოზულა დაზიანებებს გადაურჩა.
გაქცევა ეტაპზე საკმაოდ ადრე მოხდა და დაწინაურებულთა ჯგუფში ხუთი მრბოლელი შედიოდა. ისინი პელოტონს ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე დანებდნენ. ეტაპი მშვიდად მიდიოდა ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ
მაგრამ, ყველაზე საინტერესო მრბოლელებს ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე ელოდათ. როგორც აღმოჩნდა, ავსტრიული გუნდის Orica-ს ავტობუსი საფინიშო თაღში ვერ შეეტია და ერთ ადგილას დადგა. დაიწყო სრული ქაოსი. ორგანიზატორები ვერ მიხვდნენ რა გაეკეთებინათ - პელოტონისთვის გზა მთლიანად ჩახერგილი იყო. სანამ ისინი ფიქრობდნენ, მრბოლელებს ფინიშამდე 10 კილომეტრი რჩებოდათ. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა მოიფიქრეს ეტაპის სიგრძის 3 კილომეტრით დამოკლება და როცა ეს ველომრბოლებს გამოუცხადეს, Orica-ს ავტობუსმა მოძრაობა დაიწყო. შედეგად, ფინიში ძველ ადგილას დააბრუნეს, ბევრი მრბოლელი დაიბნა, ანერვიულდა და მოხდა გრანდიოზული ავარია.
ამ სრულ ქაოსში ყველაზე კარგად გაერკვა გუნდ Argos-Shimano-ს ლიდერი მარსელ კიტელი. გერმანელმა თავიდან აიცილა წაქცევა და ფინიშზე გაუსწრო რუსული "კატიუშას" სპრინტერს ალექსანდრ კრისტოფს.
წაქცევების გამო სხვებზე მეტად დაზარალდა მსოფლიოს ჩემპიონი დროზე განცალკევებით რბოლაში ტონი მარტინი, რომელიც ლავიწის ძვალი გაიტეხა და ჩამოშორდა წლევადელ ტურს. ასევე დაზიანებები მიიღეს პეტერ საგანმა, ალბერტო კონტადორმა და სხვებმა.
მოგვიანებით, ორგანიზატორებმა დაზარალებულ ველომრბოლებს, რომლებიც დიდი მანძილით ჩამორჩნენ გამარჯვებულს, იგივე დრო დაუწერეს, როგორიც მარსელ კიტელს.
I ეტაპი
1. მარსელ კიტელი (გერ, Argos-Shimano) - 4.56,52; 2 ალექსანდრ კრისტოფი (ნორ, Katusha) - იგივე დრო; 3. დანი ვან პოპელი (ჰოლ, Vacansoleil-DCM) - იგივე დრო; 4. დევიდ მილარი (ბრიტ, Garmin-Sharp) - იგივე დრო; 5. მატეო ტრენტინი (იტა, Quick-Step) - იგივე დრო; 6. სამუელ დუმოლენი (საფ, AG2R) - იგივე დრო...
II ეტაპი
1. იან ბაკელანტსი (ბელ, RadioShack-Leopard) - 3.43,11; 2. პეტერ საგანი (სლოვაკ, Cannondale) - +0,01; 3. მიხალ კვიატკოვსკი (პოლ, Quick Step) - იგივე დრო; 4. დავიდე ჩიმოლაი (იტა, Lampre-Merida) - იგივე დრო; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, Team Sky) - იგივე დრო; 6. ჟულიენ სიმონი (საფ, Sojasun) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. იან ბაკელანტსი (ბელ, RadioShack-Leopard) - 8.40,03; 2. დევიდ მილარი (ბრიტ, Garmin-Sharp) - +0,01; 3. ჟულიენ სიმონი (საფ, Sojasun) - იგივე დრო; 4. დერილ იმპი (ს. აფრ - Orica GreenEdge) - იგივე დრო; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, Team Sky) - იგივე დრო; 6. საიმონ ჯერანსი (ავსტრა, Orica GreenEdge) - იგივე დრო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: ისინი ფავორიტები არიან