ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა გაყიდვაში, რიისემ დაწერა, რომ იმ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი იყო ერითროპოეტინის ამპულების უნიტაზში ჩარეცხვა.
წიგნში ისიც წერია, რომ მთელი კარიერის
რიისე არასოდეს ჩავარდნილა დოპინგზე, თუმცა 2007 წელს "დოიჩე ტელეკომში" დანიელის პარტნიორმა ბერტ დიტცმა აღიარა დოპინგის გამოყენება და იქვე გამოცხადა, რომ "დოიჩე ტელეკომში" აკრძალულ პრეპარატს ბევრი სპორტსმენი იღებდა. სულ მალე ბიარნე რიისემ პრესკონფერენცია მოიწვია და გამოაცხადა, რომ 1993-98 წლებში იღებდა ერითროპოეტინს, ზრდის ჰორმონებსა და კორტიზონს.
თავიდან დანიელს ჩამორთვეს 1996 წელს ტურზე მოპოვებული ტიტული, მაგრამ 2008 წლის ივლისში ისევ გამოაცხადეს ჩემპიონად. დღეისთვის რიისე დანიური ველოსაჯინიბოს "საქსო ბანკის" მფლობელი და მენეჯერი გახლავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"