ერიკ ცაბელი: დოპინგს მეც ვიღებდი

AutoSharing Option
სახელოვანმა გერმანელმა ველომრბოლმა ერიკ ცაბელმა აღიარა, რომ 1996-2003 წლებში იღებდა აკრძალულ პრეპარატებს. ცაბელმა ხუთი წლის წინ დაასრულა კარიერა.

2007 წელს, გერმანელმა სპრინტერმა და ტურ დე ფრანსის მწვანე მაისურის ექვსგზის მფლობელმა ერთხელ უკვე აღიარა დოპინგის გამოყენება. მაგრამ მაშინ ლაპარაკი იყო ერითროპოეტინის ერთჯერად მიღებაზე, ისიც ექსპერიმენტის დონეზე, რასაც სპორტსმენი, მისივე თქმით, მთელი ცხოვრება ინანებდა. მაგრამ, ბოლო დროს, ველოსპორტში მოდაშია ძველ ცოდვებზე ლაპარაკი. ცაბელმა გამოცემა SZ-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოყვა სიმართლე თავისი ვარსკვლავური კარიერის შესახებ.

გერმანელის სიტყვებით, 1996 წელს მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ
დოპინგს გამოიყენებდა. ის ჩვეულებრივი ერითროპოეტინით იწყებდა, მაგრამ ცდილობდა არ ჩამორჩენოდა დოპინგის ბნელი სამყაროს სიახლეებს, რომელიც იმ დროს აქტიურად მოედო ველოსპორტს. დროთა განმავლობაში, ცაბელი მიკროდოზინგზე გადავიდა, რეგულარულად იღებდა კორტიზონს.

XXI საუკუნის დადგომასთან ერთად კი ჰემოტრანსფუზიასა და სხვა პრეპარატებს გაუსინჯა გემო. ცაბელი აღიარებს, რომ 2003 წელს, ტურ დე ფრანსის წინ, სისხლის გადაისხა, არადა, ადრე აცხადებდა, რომ იშვიათად იყენებდა ერითროპოეტინს.

"ახლა ვნანობ ამ ტყუილის გამო, - ამბობს გერმანელი. - მაგრამ იმ მომენტში მიმაჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი ხერხი იმ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, რომელიც ასე მომწონდა. მიყვარს მოგზაურობა და შეჯიბრი, ამისთვის კი საუკეთესო შედეგების ჩვენება იყო საჭირო. იმ მომენტში, ეგოიზმი უბრალოდ ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა".

შეგახსენებთ, რომ ცაბელის აღიარება ერთადერთი არ არის ბოლო პერიოდში ველოსპორტის სამყაროში. რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიელმა სტიუარტ ო'გრეიდიმ გამოაცხადა, რომ ასევე იღებდა აკრძალულ პრეპარატებს. აღიარებების ტალღა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკულ შოუში გულახდილი ინტერვიუ მისცა ლეგენდარულმა და სკანდალურმა ლენს არმსტრონგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგი: ყველა ტყუოდა და წესს არღვევდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული