მოგვიანებით კი 39 წლის მრბოლელმა აღიარა, რომ 1998 წელს, ტურ დე ფრანსის სტარტამდე ორი კვირით ადრე, აკრძალულ პრეპარატებს იღებდა. ავსტრალიელმა ისიც დაამატა, რომ ერითროპოეტინი შეიძინა და გამოიყენა თავისი გუნდისგან გვერდის ავლით. იმ დროს ო'გრეიდი ფრანგულ Credit Agricole-ში გამოდიოდა. 1998 წლის ფრანგულ ველომარათონში ავსტრალიელი მეორე იყო სპრინტერთა კლასიფიკაციაში.
* * *
ასევე, გაგაცანით იმ ველომრბოლელთა სია, რომლებიც საფრანგეთის სენატის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 1998 წლის
ამ ფაქტს გამოეხმაურა ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირი (UCI). აი, რა წერია ამ ორგანიზაციის განცხადებაში:
"1998 წლის დოპინგ-სინჯების განმეორებითი ტესტირება ფრანგულ ლაბორატორიაში მეცნიერული კვლევის საფუძველზე მოხდა და არა ანტისადოპინგო ანალიზების ჩატარების ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. ასევე, არ იყო დაცული ანონიმურობის პრინციპები და არ არსებობდა სპორტსმენთა თანხმობა განმეორებითი კვლევისთვის.
თავის მხრივ, ველომრბოლელებს არ შეეძლოთ მათ მიერ წაყენებული ბრალდებისგან დაცვა: "B" სინჯები არ არსებობს. ამიტომაც ჩვენი ორგანიზაცია ვერ მიიღებს ამ შედეგებს წონად მტკიცებულებად ველომრბოლელთა დასასჯელად და არასწორად მიაჩნია სპორტსმენთა გვარების გამოცხადება".
* * *
ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა, რომელსაც დოპინგის მიღებისთვის ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული ჩამოართვეს, სააგენტო “როიტერთან” კომენტარში განაცხადა, რომ პრაქტიკულად ყველა ველომრბოლელი არღვევდა წესს და იტყუებოდა. ლენსის თქმით, ადრე ველოსპორტში მომხდარ ამბებს წერტილი უნდა დაესვას და სპორტის ამ სახეობამ წინ უნდა იაროს.
ასე გამოეხმაურა სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ინფორმაციას, რომელიც საფრანგეთის სენატმა გამოაქვეყნა. არმსტრონგი ამბობს, რომ არ არის გაკვირვებული ამ პუბლიკაციით. “ეს იყო ყველა ჩვენგანისთვის წარუმატებელი ეპოქა”, - ახსნა სკანდალურად ცნობილმა სპორტსმენმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვარსკვლავებს ძველი ცოდვები გაუხსენეს