"ჩემი საქმე ფედერაციაში მოხვდა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე სულ მალე დაიძვრება", - ამბობს ესპანელი გაზეთ AS-თან კომენტარში.
იურისტი ტამინელი ცნობილია იმით, რომ ადრე იტალიელი ფრანკო პელიცოტი გაამართლა, რომელსაც ასევე აკრძალული პრეპარატის მოხმარებაში ადანაშაულებდნენ. როგორც ჩანს, კონტადორის მხარე ადრე გაჟღერებულ
"საკვებში დოპინგის მოხვედრა - ერთადერთი რეალური ვარიანტია. ჩვენ მთელ მსოფლიოში გამოვაქვეყნებთ სამეცნიერო კვლევის შედეგებს, რომელიც ამ ვერსიას დაადასტურებს. მჯერა, რომ კონტადორს გაამართლებენ. ნურავინ შეეცდება იმის მტკიცებას, რომ ესპანეთში არ არსებობს ტოქსიკური ხორცი, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ კანარის კუნძულებზე აგორდა სკანდალი, რომელიც კლემბუტეროლის უკანონო რეალიზაციას უკავშირდება", - ამბობს ესპანელი ველომრბოლის ადვოკატი.
მოკლედ კონტადორი და მისი ადვოკატი იმედიანად არიან განწყობილი, რასაც ვერ ვიტყვით ტურ დე ფრანსის 1998 წლის ჩემპიონ პედრო დელგადოზე. ესპანელი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე დოპინგის მიღებისთვის დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩება. დელგადოს აზრით, სასჯელის ხანგრძლივობა დაახლოებით ექვსი თვე იქნება.
"კონტადორმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა თავის ჯანმრთელობას. სისხლში კლენბუტეროლის არსებობა - დანაშაულია და ის ნებისმიერ შემთხვევაში ისჯება. პირადად მე მისი წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს არ გამოვიტანდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ვფიქრობ ალბერტოს ნახევარწლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ. ეს კი მას მომავალ სეზონში წარმატების ნაკლებ შანსს დაუტოვებს", - მოჰყავს "მარკას" დელგადოს სიტყვები.